Accessibility links

აშშ: სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა


აშშ-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სირიის მთავრობამ მრავალჯერ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ამის გამო შეერთებული შტატები აპირებს სირიელი მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდების დაწყებას. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადრე აქვს ნათქვამი, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება იქნებოდა „წითელი ხაზი“, რომლის გადაკვეთასაც მოჰყვებოდა სირიის კონფლიქტის საკითხში აშშ-ის გააქტიურება. ჯერ არ არის ნათელი, რა სახის სამხედრო დახმარებას გაუწევს ვაშინგტონი სირიის ოპოზიციურ „უზენაეს სამხედრო საბჭოს“.
XS
SM
MD
LG