Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ემუქრებიან BBC-ისა და რადიო თავისუფლების ირანელ თანამშრომელთა ნათესავებს


ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) და რადიო თავისუფლება აცხადებენ, რომ ირანის რეჟიმი ემუქრება ამ ორი რადიოს სპარსული სამსახურების თანამშრომელთა ნათესავებს. BBC-ის ცნობით, ირანის დაზვერვის სამსახურის აგენტებმა გააფრთხილეს მოქალაქეები, რომ მათმა ნათესავებმა უნდა შეწყვიტონ BBC-თვის მუშაობა, თუ არ სურთ, რომ ლონდონში მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ხოლო ჩვენი რადიოს სპარსული სამსახურის დირექტორის, არმან მოსტოფის განმარტებით, რეპრესიები ბოლო კვირებში გაძლიერდა, რადგან ხელისუფლება მიმართავს ზომებს ნებისმიერი ქმედების წინააღმდეგ, რომელმაც შესაძლოა შეასუსტოს არჩევნებზე მისი კონტროლი. ირანში დღეს იმართება საპრეზიდენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG