Accessibility links

logo-print

ახალმა „აერობუსმა“ პირველი საცდელი ფრენა განახორციელა


კომპანია „აერობუსის“ ახალმა სამგზავრო თვითმფრინავმა, A350-მა თავისი პირველი საცდელი ფრენა განახორციელა. საფრანგეთში, ქალაქ ტულუზის მახლობლად კომპანიის ასობით თანამშრომელი, ჟურნალისტები და ადგილობრივი მოსახლეები ადევნებდნენ თვალს ოთხსაათიანი ფრენის დაწყების პროცესს. „აერობუსის“ ახალი თვითმფრინავი კონკურენციას უწევს კომპანია „ბოინგის“ მოდელს - 787 „დრიმლაინერს“ - საშუალო ზომის, გრძელ დისტანციებზე მფრინავ აპარატებს შორის. ახალი „აერობუსი“ 270-დან 350-მდე მგზავრს იტევს და რეგულარულ ფრენს 2014 წლის ბოლოს დაიწყებს.
XS
SM
MD
LG