Accessibility links

logo-print

სირია: ვაშინგტონი ცრუობს სირიაში ქიმიური იარაღის შესახებ განცხადებით


სირია უარყოფს შეერთებული შტატების ბრალდებას, რომ სირიის მმართველმა რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა მეამბოხეებთან ბძროლაში. სირიის საგარეო უწყების დღევანდელი განცხადებით, ვაშინგტონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია "სავსეა ტყუილებით". ვაშინგტონმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ დასტურდება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ქიმური იარაღის გამოყენება - საუბარია სარინზე და ამ გაზის გამოყენების შედეგად 150-მდე ადამიანის დაღუპვაზე. საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ცნობას "არადამაჯერებელი" უწოდა. უშაკოვის თქმით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება, სამხედრო დახმარება გაუწიოს მეამბოხეებს, ავნებს სირიის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის ორგანიზებას. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადრე აქვს ნათქვამი, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება იქნებოდა „წითელი ხაზი“, რომლის გადაკვეთასაც მოჰყვებოდა სირიის კონფლიქტის საკითხში აშშ-ის გააქტიურება. ჯერ არ არის ნათელი, რა სახის სამხედრო დახმარებას გაუწევს ვაშინგტონი სირიის ოპოზიციურ „უზენაეს სამხედრო საბჭოს“.
XS
SM
MD
LG