Accessibility links

logo-print

ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა საქართველოში მყოფი ირანის მოქალაქეებისთვის


საქართველოში მყოფი ირანის მოქალაქეებისთვის თბილისსა და ბათუმში გაიხსნა ორი საარჩევნო უბანი, სადაც შეუძლიათ ხმა მისცენ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს. ”იმედი მაქვს, რომ ირანი აჩვენებს, თუ როგორ დემოკრატიულად მიმდინარეობს არჩევნები", - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ირანის საელჩოს მეორე მდივანმა ამირ მოჰამედმა. მან აღნიშნა, რომ 14 ივნისი ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ადგილობრივი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს. ამასთან, დიპლომატმა განმარტა, რომ საქართველოში მყოფ ირანის მოქალაქეებს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG