Accessibility links

logo-print

სტუდენტებმა უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს


უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები თბილისში გააპროტესტეს სტუდენტებმა, რომელთა შეფასებით, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტით ხელისუფლება უნივერსიტეტის ავტონომიას ზღუდავს და მისთვის სასურველი რექტორების დანიშვნას ცდილობს. სტუდენტებმა ილიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან შეკრეს ”აკადემიური სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი ” და შემდეგ მსვლელობა გამართეს განათლების და მეცნიერების სამინისტროსკენ.
XS
SM
MD
LG