Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს ოთხი წევრი აირჩია


პარლამენტში გამართულ კენჭისყრის მეორე ტურში ხმათა უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეულები არიან ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი და კახაბერ სოფრომაძე. პარლამენტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 წევრი უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორი წევრის არჩევას ხმათა 2/3 სჭირდებოდა და ასევე იმის გამო, რომ კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობამ მონაწილეობა არ მიიღო, ორი წევრის არჩევა პარლამენტმა ვერ შეძლო. როგორც კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი თავიდან გამოცხადდება და მათ არჩევას ისევ ხმათა 2/3 დასჭირდება. კონკურსი ასევე მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის დაკომპლექტებაზე გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG