Accessibility links

logo-print

ბელორუსიის სასამართლომ კიდევ ერთი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა


ბელორუსიის ქალაქ გომელის სასამართლომ გამოიტანა სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ამ წელიწადში მესამე ასეთი ვერდიქტია. პარასკევს სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯა მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის მამაკაცს. სამი დღის წინ სასიკვდილო განაჩენი წარუდგინეს მკვლელობაში ეჭვმიტანილ 23 წლის განსასჯელს. ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის საბჭო სასიკვდილო განაჩენის გამოტანის გამო აკრიტიკებს ბელორუსიას, რომელიც ერთადერთი სახელმწიფოა ევროპაში, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიან.
XS
SM
MD
LG