Accessibility links

logo-print

კოლორადოში ტყის ხანძარი მძვინვარებს


ორი ადამიანი ემსხვერპლა ტყის ძლიერ ხანძარს შტატ კოლორადოში. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად განადგურებულია ასეულობით სახლი. 40-მდე ადამიანი კი ევაკუირებულია. მეხანძრეები სამხედროების დახმარებით ცდილობენ გაუმკლავდნენ ტყის ხანძარს. ხანძარი კოლორადოში კვირის დასაწყისიდან მძვინვარებს. ის უკვე აღიარეს ყველაზე დამანგრეველ ხანძრად შეერთებული შტატების ისტორიაში.
XS
SM
MD
LG