Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანის ციხის საქმეზე ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს


პატიმართა წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახველი ცნობილი კადრების გამავრცელებელი ვლადიმერ ბედუკაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებული მიუხედავად მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობისა, საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, "განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ" საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლდა. "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის" და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის სხვადასხვა სასჯელები განესაზღვრათ სასჯელაღსრულების დაწესებულების იმ თანამშრომლებს, რომლებიც პატიმრების ცემისა და წამების გამო იყვნენ მიცემულნი პასუხისგებაში. მათ ექვსიდან ორ წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.
XS
SM
MD
LG