Accessibility links

logo-print

სააკაშვილი განათლების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებით იმუქრება


საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს გადახედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს. მიხეილ სააკაშვილმა განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტს „გაუაზრებელ ნაბიჯი“ უწოდა. "პარლამენტს ვთხოვ, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს გადახედოს და არა მხოლოდ რექტორების დანიშვნის ნაწილში. გაითვალისწინოს ყველა დეტალი და ნიუანსი, რაც ამ ძალიან ფაქიზ სფეროს ეხება. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ამას არ გააკეთებენ, იძულებული ვიქნები, გამოვიყენო პრეზიდენტის უფლება ვეტოს დადების შესახებ", - განაცხადა პრეზიდენტმა. პარასკევს რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა თბილისში „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა და აქცია გამართეს. სტუდენტები უნივერსიტეტების ავტონომიის მოსალოდნელ შეზღუდვასა და აკადემიური საბჭოების უფლების დაკნინებას აპროტესტებენ.
XS
SM
MD
LG