Accessibility links

logo-print

ირანში საარჩევნო უბნები დაიხურა


ირანში, სადაც პარასკევს პრეზიდენტის არჩევნები ტარდებოდა, საარჩევნო უბნები ოთხი საათის დაგვიანებით დაიხურა. ოფიციალური ინფორმაციით ასეთი დაგვიანების მიზეზი გახდა რიგები სარჩევნო უბნებზე, სადაც მოსახლეობამ მოქმედი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის შემცვლელი 6 კანდიდატს შორის უნდა გამოავლინოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამარჯვების საუკეთესო შანსები აქვთ ზომიერი კურსის მომხრე სასულიერო პირს, ჰასან როჰანის და კონსერვატიული ძალების წარმომადგენელ მოჰამად ქაკერ ყალიბაფს, რომელიც თეირანის ამჟამინდელი მერია. არჩევნებში პრეზიდენტობის კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. თუ ვერც ერთი ვერ მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას, საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი გავა არჩევნების მეორე, 21 ივნისისთვის დანიშნულ ტურში. არჩევნებს ირანში არც ერთი უცხოელი დამკვირვებელი არ ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG