Accessibility links

logo-print

იუსტიციის მინისტრი „უსაფუძვლოს“ უწოდებს ამერიკელი კონგრესმენების ეჭვს


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის განცხადებას ეხმაურება და მაღალჩინოსნების პოლიტიკური მოტივით დაკავების თაობაზე გამოთქმულ ეჭვს უსაფუძვლოს უწოდებს. "კონგრესის განცხადებაში გამოთქმული ეჭვი არის უსაფუძვლო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში გვინდა დავამკვიდროთ სამართლებრივი კულტურა, რომლის პირობებშიც, არც ხელისუფლებში და არც ოპოზიციაში ყოფნა არ არის სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი", _ განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე კომენტირებისას. თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის განცხადება კონგრესის ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მასში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
XS
SM
MD
LG