Accessibility links

logo-print

აშშ უმნიშვნელოს უწოდებს სირიის „ფრენისათვის აკრძალულ ზონად“ გამოცხადების შანსებს


თეთრი სახლი უმნიშვნელოდ მიიჩნევს სირიის ფრენისათვის აკრძალულ ზონად გამოცხადების შანსებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ბენ როდესის თქმით, ეს ამჯერად კიდევ უფრო რთული, სახიფათო და ძვირადღირებული იქნება, ვიდრე 2011 წელს ნატოს მიერ ლიბიის თავზე ფრენების აკრძალვის შემოღება იყო. ვაშინგტონი სირიის ოპოზიციის დასახმარებლად არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავს, თუმცა ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ყველაზე საუკეთესო გზა „სირიის ზომიერი ოპოზიციის“ გაძლიერება იქნება. პარასკევს რუსეთმა, რომელიც სირიის ყველაზე ერთგული მოკავშირეა, არადამაჯერებელი უწოდა ვაშინგტონის მტკიცებას, თითქოს სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა მეამბოხეების წინააღმდეგ. მოსკოვი ასევე ეწინააღმდეგება ვაშინგტონის გეგმებს სირიის ოპოზიციის შეიარაღებით მომარაგების თაობაზე.
XS
SM
MD
LG