Accessibility links

logo-print

ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეტაკებებში ექვსი კაცი დაიღუპა


ექვსი კაცი დაიღუპა უსაფრთხოების ძალებისა და შეიარაღებული დემონსტრანტების ჯგუფს შორის ლიბიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბენღაზიში. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ წუხელ შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა ჯარისკაცებს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების შენობებს იცავდნენ. არმიამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა. თვითმხილველთა თქმით შეტაკების ადგილზე ისმოდა მძლავრი აფეთქებების ხმა. ლიბიის ხელისუფლებამ დამატებითი ძალები გაგზავნა ბენღაზიში, სადაც გასულ კვირას პოლიციის ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მომხდარ შეტაკებაში 31 კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG