Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ღვინოების პირველმა პარტიამ გადაკვეთა რუსეთის საზღვარი


საქართველომ განაახლა ღვინის ექსპორტი რუსეთში, რომელმაც საქართველოდან 2006 წელს ყოველგვარი პროდუქციის იმპორტი აკრძალა. იუწყებიან, რომ შაბათს კომპანია „დუგლაძის“ წარმოებულმა 30 ათასმა ბოთლმა ღვინომ გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი. რუსეთმა მოლდავეთიდან და საქართველოდან ღვინის იმპორტი აკრძალა მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ სასმელში მძიმე ლითონები და პესტიციდები აღმოჩნდა. თუმცა, ოპონენტებმა პროდუქციის აკრძალვაში დაინახეს მოსკოვის მცდელობა, დაესაჯა თბილისი და კიშინიოვი მათი პროდასავლური გეზის გამო. მოლდავეთმა ღვინის ექსპორტი რუსეთში 2007 წელს განაახლა. მიმდინარე წლის მარტში კი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ გარკვეულმა ღვინის პროდუქციამ და მინერალურმა წყალმა „ბორჯომმა“ წარმატებით გაიარეს შემოწმება და რუსეთის ბაზარზე დაბრუნების უფლება მოიპოვეს. რუსეთი 2013 წლისათვის საქართველოდან 10 მილიონი ბოთლი ღვინისა და კონიაკის იმპორტს გეგმავს.
XS
SM
MD
LG