Accessibility links

Facebook-მა აღიარა აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობა


ინტერნეტ-კომპანია Facebook-მა აღიარა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ არაერთხელ მიმართა სოციალური ქსელის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების თხოვნით. 2012 წლის მეორე ნახევარში ფედერალურმა ხელისუფლებამ კომპანიას დაახლოებით 10 ათასი ასეთი მოთხოვნა გაუგზავნა. კომპანია Microsoft-მა კი განაცხადა, რომ პოლიციიდან და უსაფრთხოების სამსახურიდან იმავე პერიოდში დაახლოებით 6-7 ათასი თხოვნა მიიღო, რაც დაახლოებით 30 ათასი მომხმარებლის მონაცემებს შეეხებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტ-კომპანიების აშშ-ის ხელისუფლებას აწვდიდნენ იმ სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც Facebook-სა და სამართალდამცველების ურთიერთობას არეგულირებს. საქმე ეხება დაკარგული ბავშვების და მიმალვაში მყოფი დამნაშავეების ძებნას და ასევე გამოძიებას, რომელიც ტერორისტული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად წარმოებდა.
XS
SM
MD
LG