Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰასან როჰანის თქმით, ირანის პრეზიდენტად მისი არჩევა არის „ზომიერების გამარჯვება ექსტრემიზმზე“


ჰასან როჰანის თქმით, ირანის პრეზიდენტად მისი არჩევა არის „ზომიერების გამარჯვება ექსტრემიზმზე.“ ათასობით ირანელი ზეიმობდა თეირანის ქუჩებში, მას მერე, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი. როჰანის, ზომიერ სასულიერო პირს, რომელიც ბირთვული პროგრამის საკითხებში მოლაპარაკებებზე ირანის ყოფილი წარმომადგენელი იყო, ირანის რეფორმატორულმა მოძრაობამ დაუჭირა მხარი პარასკევს გამართულ არჩევნებში. მან 36 მილიონზე მეტი საარჩევნო ხმის 50,7 პროცენტი მოიპოვა და დიდად გაუსწრო მკაცრი კურსის მომხრე ხუთ კონსერვატორ მეტოქეს. შაბათს როჰანიმ მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, ირანს პატივისცემით მოეკიდონ და აღიარონ მისი უფლებები. დასავლეთის ქვეყნები თავშეკავებულად მიესალმნენ როჰანის გამარჯვებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის, პირდაპირ მიიღოს მონაწილეობა იმ ბრალდებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, რომლის თანახმად, ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ისრაელმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, არ შეასუსტოს თეირანზე ზეწოლა მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG