Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობამ დაგმო ეგვიპტის გადაწყვეტილება დამასკთან ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე


სირიის მთავრობამ დაგმო ეგვიპტის გადაწყვეტილება დამასკთან ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე და მას „უპასუხისმგებლო“ უწოდა. მთავრობის ოფიციალური განცხადება, რომელიც სახელმწიფო მედიით გავრცელდა, ასევე ბრალს სდებს ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამად მორსის, რომ ის სირიის წინააღმდეგ შეთქმულებაშია ჩაბმული. სირიის მთავრობის ეს განცხადება გამოქვეყნდა მას მერე, რაც მორსიმ შაბათს კაიროში სიტყვით გამოსვლისას თავის მხარდამჭერებს უთხრა, რომ მისი ქვეყანა ამკაცრებს დამასკთან ურთიერთობებს და ის სირიის თავზე ფრენისთვის აკრძალული ზონის გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა. მორსის თქმით, ეგვიპტე დახურავს კაიროში სირიის საელჩოს და გამოიხმობს თავის ელჩს დამასკიდან.
XS
SM
MD
LG