Accessibility links

ერდოანის თქმით, ის, როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული იყო, გაეცა დემონსტრაციის დაშლის განკარგულება


რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კვირას სტამბოლში, მისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე თქვა, რომ ის, როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული იყო, გაეცა ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეთაგან გეზის პარკის დაცლის განკარგულება. კვირას ერდოანის ათიათასობით მომხრემ მოაწყო დემონსტრაცია მაშინ, როცა სტამბოლსა და ანკარაში კვლავ მოხდა შეტაკებები პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს შორის. შაბათს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეთაგან გეზის პარკის დასაცლელად. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორმა მთავარმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ასობით დემონსტრანტი დაშავდა, როცა შაბათს პოლიციამ შეუტია მათ გეზის პარკში, ტაქსიმის მოედნის მახლობლად. სტამბოლის მერის თქმით, დაშავებულია 44 ადამიანი, მათგან არცერთი - სერიოზულად. გეზის პარკში გამოსვლები ორი კვირის წინ დაიწყო სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, მაგრამ ის გადაიზარდა უდიდეს საპროტესტო გამოსვლებში ერდოანის პროისლამური მთავრობის მთელი ათწლიანი მმართველობის პერიოდში.
XS
SM
MD
LG