Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კამერონი: დიდ ბრიტანეთს და რუსეთს შეუძლიათ სირიის საკითხში აზრთა სხვადასხვაობის გადალახვა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა კვირას განაცხადა, რომ მის ქვეყანას და რუსეთს ძალუძთ აზრთა სხვადასხვაობის გადალახვა სირიის კონფლიქტის საკითხში, „მიუხედავად შეხედულებებში ძალზე დიდი განსხვავებებისა“. ეს განცხადება კამერონმა გააკეთა ლონდონში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ სირიისთვის იარაღის მიწოდება ხდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და დასძინა, რომ კვლავაც აქტუალურია სირიის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე საერთაშორისო ფორუმის ჩატარების იდეა. მოსკოვი მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას, დიდი ბრიტანეთი კი ასადის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეების მხარესაა. ლონდონი არაერთხელ გამოსულა სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG