Accessibility links

ქუვეითის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის პარლამენტი დათხოვნილ უნდა იქნეს


ქუვეითის საკონსტიტუციო სასამართლომ კვირას დაადგინა, რომ ქვეყნის პარლამენტი დათხოვნილ უნდა იქნეს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ოპოზიცია ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა ცვლილებებს, რომლებიც შეიტანა საარჩევნო კანონმდებლობაში ამირა საბაჰ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰმა. სასამართლომ ოპოზიციის სარჩელის თაობაზე არავითარი განაჩენი არ გამოიტანა, მაგრამ უკანონოდ ცნო 2012 წლის 1 დეკემბრის არჩევნების შედეგები. ახალი კანონმდებლობის მიხედვით ჩატარებული არჩევნების შედეგად, ქუვეითის პარლამენტში ვერცერთი ადგილი ვერ მოიპოვეს ოპოზიციურმა ძალებმა.
XS
SM
MD
LG