Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი რვიანის“ სამიტი მუშაობას იწყებს


„დიდი რვიანი“ ორდღიან სამიტს იწყებს ორშაბათს ჩრდილოეთ ირლანდიაში. შეხვედრის მთავარი თემა სირიის კონფლიქტი იქნება. სამიტის დღეებში, ორმხრივი შეხვედრის დროს, ამავე თემაზე იმსჯელებენ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენიტები, ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი. ვაშინგტონმა გასულ კვირაში, განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, და რომ შეაიარაღებს მეამბოხეებს სირიაში. კვირას, პუქტინმა დაიცვა თავისი ადმინისტრაცია, რომლიც იარაღის აწვდის დამასკს და თქვა, რომ ამით არ ირღვევა საერთაშორისო სამართალი. პუტინმა, ეს თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, დავიდ კამერონთან შეხვედრის შემდეგ. კამერონი თვლის, რომ პრეზიდენტ ალ-ასადის ხელისუფლებისგან ჩამოშორება მნიშვნელოვანია. პუტინის არ ეთანხმება დასავლეთის მიერ იმ სირიელი მეამბოხეების შეიარაღებას, რომლებიც მისი თქმით, ადამიანის ორგანოებს ჭამენ. სირიის თემის გარდა, „დიდი რვიანის,“ სამიტზე იმსჯელებენ, კამერონის სურვილის მიხედვით, დაბეგვრის, ვაჭრობის და საფინანსო სფეროებში გამჭვირვალობის შესახებ შეთანხმებაზე.
XS
SM
MD
LG