Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კომერსანტის” ცნობით, რუსეთის გენერალური პროკურატურა ამზადებს მიკაილ კადიევის ექსტრადიციის შესახებ მიმართვას


რუსეთის გენერალური პროკურატურა ამზადებს მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი გასულ კვირაში დაკავებული დაღესტნელი მიკაილ კადიევის ექსტრადიციის მიზნით - ამის შესახებ დღეს იუწყება გაზეთი ”კომერსანტი”. მისივე ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი კადიევს ბრალს სდებს დაღესტნის ხასავიურტის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მკვლელობაში. ალიმსულთან ალჰამატოვი 2009 წელს მოსკოვში მოკლეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ თუ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთი თბილისს მიმართავს დაკავებული პირის ექსტრადიციისთვის, ამ სამართლებრივ საკითხს შესაბამისი სტრუქტურები განიხილავენ. საქართველოს შსს-მ 13 ივნისს განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა მომზადების სტადიაზე აღკვეთეს ტერაქტის მცდელობა და თბილისში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი. სამინისტროს ცნობითვე, ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს. 15 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკაილ კადიევს და რიზვან ომაროვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათი ადვოკატი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში.
XS
SM
MD
LG