Accessibility links

logo-print

ირანის მოქმედი პრეზიდენტი სასამართლოში დაიბარეს


ირანის მოქმედი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, რომელიც რვა წელიწადი მართავდა ქვეყანას, 26 ნოემბრისთვის სასამართლოში დაიბარეს სისხლის სამართლის საქმის გამო. ცნობა გაავრცელა ირანის მთავრობამ. საქმე ეხება საჩივარს, რომელიც სასამართლოში შეიტანეს ირანის პარლამენტის სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ და სხვა პირებმა. აჰმადინეჟადის გამოძახების მიზეზი უცნობია. ურთიერთობა ორ პოლიტიკოსს შორის გამწვავდა, როცა აჰმადინეჟადმა ლარიჯანის კორუპციაში დასდო ბრალი. თავის მხრივ პარლამენტის სპიკერმა პრეზიდენტს დააბრალა, რომ „მაფიოზურ მეთოდებს“ იყენებს.
XS
SM
MD
LG