Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტი აქებს საქართველოში დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობას


გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ჩალოკა ბეიანიმ საქართველო შეაქო ძალისხმევისათვის, გააუმჯობესოს ადგილნაცვალ პირთა ცხოვრების პირობები. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გავრცელდა, საქართველოში ბეიანის ხუთდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველომ უნდა გააგრძელოს ზომების განხორციელება, რათა უზრუნველყოს ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხოება და ღირსეულ პირობებში მათი ცხოვრება. ექსპერტი ჩალოკა ბეიანი აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ადგილნაცვალი ქალების შემთხვევაში, გადაუდებელი ამოცანაა. გაეროს ექსპერტი ის მთავრობას მოუწოდებს, იზრუნოს თანასწორუფლებიანობაზე დევნილების დაბინევებისა და საკუთრების უფლების უზრუნველყოფისას. საქართველოში ვიზიტისას, ჩალოკა ბეიანი შეხვდა საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს და მოინახულა ადგილნაცვალ პირთა განსახლების ადგილები, შეხვდრა დევნილებს. გაეროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპერტმა ვერ შეძლო სამხრეთ ოსეთის რეგიონში შესვლა. დამოუკიდებელ ექსპერტებს ჟენევაში დაფუძნებული, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ავალებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების შესწავლას და მათზე ანგარიშის წარმოდგენას. ჩალოკა ბეიანი 2014 წლის ივნისში წარმოადგენს თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებს საქართველოში ადგილნაცვალა პირთა მდგომარეობაზე.
XS
SM
MD
LG