Accessibility links

logo-print

ირანის მომავალი პრეზიდენტი ბირთვული პროგრამის „მეტ გამჭვირვალობას“ ემხრობა


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჰასან როჰანი აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით მეტი გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს თეირანისთვის დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას. როჰანი ამ საკითხს შეეხო პირველ პრესკონფერენციაზე, რომელიც პარასკევის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამართა. ამასთან, როჰანიმ გამორიცხა ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტის შესაძლებლობა, თუმცა ისაუბრა სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზანშეწონილობაზე. ცნობების თანახმად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ მოგვიანებით ვაშინგტონში განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და, ზოგადად, ქვეყნის კურსს განსაზღვრავს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და არა როჰანი.
XS
SM
MD
LG