Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა და პუტინი ვერ შეთანხმდნენ სირიის საკითხზე


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართეს შეხვედრა, რომლის მთავარ საკითხადაც სირიის კონფლიქტი სახელდება. შეხვედრა „დიდი რვიანის“ სამიტის პარალელურად ჩატარდა. მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ უნდა მოეღოს ბოლო სისხლისღვრას, მაგრამ იზიარებენ შეფასებას, რომ საჭიროა, ერთმანეთთან მოლაპარაკებაზე დაიყოლიონ სირიის კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები. ობამამ ასეთივე შინაარსის განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის სურვილია, არ დაუშვან სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება. ობამას თქმით, მან და პუტინმა თავიანთ გუნდებს დაავალეს სირიის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის მომზადება. კონფერენციას ჟენევა უმასპინძლებს. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე განიხილეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან და კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხებიც.
XS
SM
MD
LG