Accessibility links

logo-print

თურქეთში შესაძლოა, არმია გამოიყენონ დემონსტრანტების წინააღმდეგ


თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბულენტ არინჩმა დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ მთავრობამ შესაძლოა, „შეიარაღებული ძალების ელემენტები“ განათავსოს პოლიციელების დასახმარებლად, ორ კვირაზე მეტი ხნის წინ დაწყებული საპროტესტო აქციებთან გასამკლავებლად. არინჩის ამ განცხადებით, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავრობა პირველად დაიმუქრა დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებით. განცხადების ფონია ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა, რომელიც ორი პროფკავშირის მიერ იქნა ორგანიზებული მას შემდეგ, რაც პოლიციამ ძალა გამოიყენა სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე მყოფი დემონსტრანტების დასაშლელად.
XS
SM
MD
LG