Accessibility links

logo-print

დავით უსუფაშვილი "ევროპელ კანდელაკებად" მოიხსენიებს ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წევრს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წევრს "ევროპელ კანდელაკებს" უწოდებს. როგორც უსუფაშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე "ევროპელი კანდელაკი" ისევ აგრძელებს თავის ქმედებებს და ისეთივე ერთგულ მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას, როგორც საქართველოში გიორგი კანდელაკი: "სახალხო პარტიიდან რამდენიმე პიროვნება აგრძელებს თავის ქმედებებს ისე, როგორც დღემდე მუშაობდნენ. ქართველი ხალხისთვის რომ გასაგები იყოს რაზეა საუბარი, მე მათ ასე დავახასიათებდი - ევროპელი კანდელაკები", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. დავით უსუფაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც ევროპარლამენტარებმა მას კითხვები დაუსვეს. შეკითხვების ნაწილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებას შეეხებოდა.
XS
SM
MD
LG