Accessibility links

logo-print

ბრაზილიაში გრძელდება საპროტესტო აქციები


ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ბრაზილიაში, ქალაქ სან-პაულუში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების გასაპროტესტებლად. მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე რიო-დე-ჟანეიროსა და ბელუ ორიზონტში, სადაც აქციები პოლიციელებთან შეტაკებით დამთავრდა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ შეეღწიათ სტადიონზე, სადაც კონფედერაციის თასის მატჩები იმართება. საპროტესტო აქციები ბრაზილიაში გასულ კვირას მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების გამო დაიწყო. ამას კი დაემატა მოსახლეობის სხვა ნაწილის პროტესტიც, რომლებიც აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ დიდი რაოდენობით თანხების ხარჯვას ფეხბურთის 2014 წლის ჩემპიონატის ორგანიზებისათვის.
XS
SM
MD
LG