Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქსიმის მოედანზე კვლავ იკრიბებიან დემონსტრანტები


ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა სტამბულის ცენტრში, ტაქსიმის მოედანზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ იქ მისასვლელი გზა გახსნა. როგორც ბი-ბი-სის კორესპონდენტი იტყობინება, პოლიციელები, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ მოედანზე მისასვლელი გზები, ახლა პერიმეტრს აკონტროლებენ. ორშაბათს თურქეთში პროფესიული კავშირების ერთდღიანი გაფიცვა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ტაქსიმის მოედნის მახლობლად მჯდომარე აქცია გამართეს. რამდენიმე ხნით ადრე თურქეთის ვიცე-პრემიემა ბიულენტ არინჩმა განაცხადა, რომ პოლიციელების ქმედება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანაში ამბოხი ჩაქრეს, ამიტომ ხელსუფლებამ დიდ ქალაქებში ამისათვის ჯარი უნდა გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG