Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი ირანისაგან კომპრომისს მოელის


აშშ-ის განცხადებით, ირანში შედარებით ზომიერი ახალი პრეზიდენტის არჩევას არ მოჰყვება ვაშინგტონის მიერ თეირანისათვის ბირთვულ პროგრამაზე ახალი შეთანხმების შეთავაზება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი მზად არის ირანთან ბირთვულ პროგრამაზე ახალი მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ირანისაგან ჯერ მოელის პასუხს წინადადებაზე, რომ თეირანს სანქციებს შეუმსუბუქებს, თუ ირანი უკან დაიხევს ბირთვული პროგრამის საკითხში. ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანის გამარჯვებამ გააჩინა იმედი, რომ თეირანს უფრო მოქნილი პოზიცია ექნება. მაგრამ პსაკიმ აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი წყვეტს.
XS
SM
MD
LG