Accessibility links

logo-print

ბაღდადში მსხვერპლი მოჰყვა შიიტურ მეჩეთში მოწყობილ აფეთქებას


ბაღდადში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც შიიტურ მეჩეთში მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ზოგი საინფორმაციო საშუალება 15 დაღუპულზე იუწყება. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. ერაყში ბოლოხანს გააქტიურდა რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობა. გასულ თვეში ერაყში 1000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ძალადობამ, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო 2006-2007 წლების შემდეგ.
XS
SM
MD
LG