Accessibility links

logo-print

ბაროზუს მოუწოდებენ, წამოჭრას აზერბაიჯანში უფლებების დარღვევის საკითხი


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს მოუწოდებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას წამოჭრას ბაქოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი. სამშაბათს გაგზავნილ წერილში, „ჰიუმან რაითს უოჩი“ აღნიშნავს, რომ ბაროზუმ ალიევს უნდა მოუწოდოს პოლიტიკური მოტივით დაკავებული პატიმრების გათავისუფლებისაკენ და ასევე მოუწოდოს, გაუქმდეს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ბაქოს მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. გასულ კვირაში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოითხოვს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, თებერვალში დაკავებული ილგარ მამადოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ევროკომისიის პრეზიდენტი პარასკევს ბრიუსელში შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს.
XS
SM
MD
LG