Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავა


თურქეთის პოლიციამ ანტისამთავრობო აქციებთან კავშირში ეჭვმიტანილი ათობით ადამიანი დააკავა რამდენიმე ქალაქში ჩატარებული რეიდებისას. შინაგან საქმეთა მინისტრის, მუამარ გულერის განცხადებით, სტამბოლში 62, ხოლო ანკარაში 23 ადამიანი დააკავეს. მედიის ცნობით, 13 კაცია დაპატიმრებული ანკარის დასავლეთით მდებარე ეშკიშერიში. თურქეთის ტელეკომპანია NTV იუწყება, რომ პოლიციის ყურადღება მიმართულია მეამარცხენე ჯგუფებისაკენ, რადგან, მთავრობის ვარაუდით, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებების პროვოცირებაზე. თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბულენტ არინჩმა ორშაბათს განაცხადა, რომ მთავრობამ შესაძლოა, „შეიარაღებული ძალების ელემენტები“ განათავსოს პოლიციის დასახმარებლად, საპროტესტო აქციებისათვის ბოლოს მოღების მიზნით. თურქეთში დემონსტრაციები გასული თვის მიწურულს დაიწყო სტამბოლში, გეზის პარკში დაგეგმილი მშენებლობის გაპროტესტებით.
XS
SM
MD
LG