Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ონიშჩენკო: ქართულ ღვინო უახლოეს ხანში გამოჩნდება რუსეთის მაღაზიებში


რუსეთის ბაზარზე შეტანილია ქართული მინერალური წყლის ”ბორჯომის” 4 პარტია, რომლის საერთო მოცულობა 146 ათას ლიტრს აღემატება - ამის შესახებ დღეს იუწყება რუსეთის ფედერალური სამსახური "როსპოტრებნადზორი". რაც შეეხება ქართულ ღვინოს, "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ სააგენტო "ინტერფაქსს" განუცხადა, რომ "ამ პროდუქციის აჩრდილი ამჟამად საბაჟოს მისადგომებთან დახეტიალობს" და რუსეთის მაღაზიებში უახლოეს ხანში გამოჩნდება. ონიშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად ქართული ალკოჰოლური და მინერალური სასმელების 18 მწარმოებელს უკვე მიღებული აქვს პროდუქციის რეგისტრაციის 197 მოწმობა, კიდევ 39 კი გაფორმების სტადიაზეა. "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის განცხადებით, შესაძლოა, ივლისში საქართველოში გაემგზავროს ექსპერტთა რიგით მესამე ჯგუფი, რომელიც რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის მსურველ კიდევ 34 კომპანიას შეამოწმებს.
XS
SM
MD
LG