Accessibility links

logo-print

ცხინვალში უარყოფენ საპროტესტო აქციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას


ოკუპირებული ცხინვალის მერია უარყოფს, რომ დღეს ქალაქში საპროტესტო აქცია იყო დაგეგმილი. მოწოდება, რომ ყველა მსურველს მიეღო მონაწილეობა დილის 11 საათზე ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე დანიშნულ ანტისამთავრობო მიტინგში, ადგილობრივი ინტერნეტგამოცემებით გავრცელდა. სააგენტო "რესს" ცხინვალის მერიიდან აცნობეს, რომ აქციის გამართვის განაცხადით ქალაქის ადმინისტრაციისთვის არავის მიუმართავს. ამავე სააგენტოს დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ ანტისამთავრობო მიტინგის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას და პირველწყაროს დასადგენად მოკვლევას აწარმოებენ.
XS
SM
MD
LG