Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი: ვანო მერაბიშვილს ტელევიზორით სარგებლობის საშუალება დღეს, ან ხვალ ექნება


ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ტელევიზორით სარგებლობის საშუალება დღეს, ან ხვალ ექნება - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, მერაბიშვილი სხვა პატიმრებთან თანასწორ მდგომარეობაში იმყოფება და აქვს წვდომა მასობრივი კომუნიკაციების საშუალებებზე. ტელევიზორის მოთხოვნით ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა 17 ივნისს გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG