Accessibility links

ბაღდადში 31 ადამიანი დაიღუპა მეჩეთის წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების შედეგად


ბაღდადში, სულ ცოტა, 31 ადამიანი შეიწირა შიიტური მეჩეთის წინააღმდეგ მიმართულმა ორმა აფეთქებამ. ცნობების თანახმად, აფეთქებები თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწეს - ერთმა მეჩეთთან აღმართულ ბლოკ-პოსტთან, მეორემ კი, სულ რამდენიმე წუთში, საკუთრივ მეჩეთში. ერაყელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაჭრილია 50-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ერაყში ბოლოხანს გამწვავდა რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება. გასულ თვეში 1000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ძალადობამ, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ამ ქვეყანაში 2006-2007 წლების შემდეგ.
XS
SM
MD
LG