Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად კვაჭანტირაძე: იარაღის სამარხთან დაკავშირებით მერაბიშვილის პასუხისმგებლობა იკვეთება


ამის თაობაზე პარლამენტარმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა მაშინ, როდესაც საუბრობდა იმ ვიდეომასალაზე, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ოთხშაბათს დიპლომატებს გააცნობს. "აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ვიდეოების ნახვის შემდეგ, სადაც სისტემურ დანაშულზეა საუბარი იმ სისტემაში, რომელსაც ბატონი მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, - ჩვენმა მეგობრებმა შეიძლება [მერაბიშვილისთვის] ტელევიზორის დადგმა კი არ გვთხოვონ, არამედ შეიძლება გვთხოვონ, რომ დავაჩქაროთ მისი სასამართლო პროცესი,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ. საქართველოს შსს-მ 17 ივნისს განაცხადა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ სპეციალურ სამალავებში ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის და ნარკოტიკული საშუალებების გარდა ნაპოვნია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემთა არქივი და ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის, ცემისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალები.
XS
SM
MD
LG