Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღის სამალავთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს


სამეგრელოს რეგიონში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა. როგორც დიპლომატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულთაგან ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი, ორი კი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. ამ ეტაპზე არ არის ცხადი მათი კავშირი სამალავთან.
XS
SM
MD
LG