Accessibility links

logo-print

ჩეხეთის პოლიციამ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის წევრი დააკავა


ჩეხეთის პოლიციამ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის მაღალი რანგის წევრად მიჩნეული პირი დააკავა. ცნობით, დაკავებული ქართველია. ჩეხეთის პოლიციის ოფიციალურ წარმომადგენელთა თანახმად, სამშაბათს პრაღაში ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის რაზმმა დააკავა 46 წლის კაცი, რომელიც მიჩნეულია „ქუთაისის დამნაშავეთა ჯგუფის“ წევრად. მისი ვინაობა არ გაუმხელიათ. ეჭვმიტანილის დაკავება, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მკვიდრი, ეგრეთწოდებული „კანონიერ ქურდების“ წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციის ნაწილია. სულ, ევროპის მასშტაბით დააკავეს 32 ეჭვმიტანილი. მათ ბრალად ედებათ რეკეტი, მკვლელობის ორგანიზება, ფულის გათეთრება.
XS
SM
MD
LG