Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა გეგმავს, რუსეთთან ერთად ბირთვული იარაღი შეამციროს


ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, ღია ცის ქვეშ გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის შემცირება სურს: „ჩემთვის ცხადია, რომ ამერიკის და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძლიერი და სანდო სტრატეგიული შეკავების შენარჩუნება შესაძლებელია ჩვენი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სტრატეგიული ბირთვული იარაღის ერთი მესამედით შემცირება. ვაპირებ, შევეცადო, ამ შემცირების თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებას, რათა თავი დავაღწიოთ ცივი ომის დროინდელ მდგომარეობას", თქვა ობამამ ბერლინში, ოთხი ათასამდე მიწვეული სტუმრის წინაშე გამოსვლისას. ობამამ ასევე გამოაცხადა თავის სურვილის შესახებ, შემცირდეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის რაოდენობა ევროპაში. ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან 50 წლის წინ წარმოთქვა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ თავისი ცნობილი სიტყვები, „მე ბერლინელი ვარ“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა გაყოფილი ქალაქის მოსახლეობას.
XS
SM
MD
LG