Accessibility links

თბილისში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეონიდ კოჟარამ


თბილისში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ლეონიდ კოჟარასა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის მრავალმხრივი ურთიერთობის სპექტრი და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. პრესსამსახურის თანახმად, საუბარი შეეხო ეუთოში უკრაინის თავმჯდომარეობის კონტექსტში საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს. 18 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
XS
SM
MD
LG