Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტმა აშშ-თან მოლაპარაკება შეაჩერა


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ შეაჩერა აშშ-თან მოლაპარაკება იმ შეთანხმების გარშემო, რომელმაც აშშ-ის არმიას უნდა მისცეს საშუალება დარჩნენ ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც. კარზაის წარმომადგნელმა, აიმალ ფაიზიმ განაცხადა, რომ კარზაიმ შეაჩერა მოლაპარაკება „უშიშროების ორმხრივი შეთანხმების“ გარშემო, რადგან წინააღმდეგობაა იმას შორის, რასაც აშშ-ის მთავრობა ამბობს და რასაც ის აკეთებს ავღანეთის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების მიმართებით. განცხადებაში არ ზუსტდება, რა წინააღმდეგობას გულისხმობს პრეზიდენტი. რადიო თავისუფლების ავღანურ რედაქციას კარზაის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგნელმა უთხრა, რომ კარზაის უკმაყოფილება უკავშირდება კატარში თალიბანის ოფისის დასახელებას - „ავღანეთის ისლამური საამიროს პოლიტიკურ ოფისს“. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ბერლინში კანცლერ ანგელამ ერკელთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის არ არის მოულოდნელი, რომ აზრთა სხვადასხვაობა გაჩენდა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების გამო. სამშაბათს, აშშ-მა და თალიბანმა გამოაცხადეს თავიანთი ნების შესახებ, დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკება კატარის ოფისში. თალიბანს არ სურს მოელაპარაკოს კარზაის მთავრობას და არ აღიარებს მას.
XS
SM
MD
LG