Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალის დედაქალაქში გაეროს შენობებს თავს დაესხნენ


სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, დღეს, ამ ქვეყანაში გაეროს წარმომადგენლობის კომპლექსს დაესხნენ თავს. ცნობით, დაიხოცა 15 ადამიანი. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა ჭიშკართან თავი აიფეთქა, რასაც მოჰყვა ტერიტორიაზე შეიარაღებული პირების შეჭრა. მომხდარისთვის პასუხმიმგებლობა იკისრა ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, აშ-შაბააბმა, რომელმაც განაცხადა, რომ ურწმუნოებს ებრძვის. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის წარმომადგენლის თანახმად, გაეროს ხელმძღვანელი აღშფოთებულია მომხდარის გამო. გაეროს კომპლექსი მოგადიშოს აეროპორტთან მდებარეობს. იქვე არიან განთავსებული აფრიკის სამშვიდობო ძალები.
XS
SM
MD
LG