Accessibility links

თალიბანი გამოთქვამს ავღანეთში ძალაუფლების განაწილებისათვის მზადყოფნას


თალიბანი გამოთქვამს ავღანეთში ძალაუფლების განაწილებისათვის მზადყოფნას. ეს განცხადება გაკეთდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ყატარში თალიბანის ოფისი გაიხსნა. როგორც ამ ოფისის წარმომადგენელმა მოჰამად ნაიმმა უთხრა ჩვენს რადიოს, თალიბანი ემხრობა ავღანეთის ინკლუზიური მთავრობის შექმნას. ჩვენი რადიოს შეკითხვას, აპირებს თუ არა თალიბანი მოლაპარაკებას ავღანეთის პრზიდენტის, ჰამიდ კარზაის წარმომადგენლებთან, ნაიმმა უპასუხა, რომ თალიბანი მზადაა, ესაუბროს ყველა ავღანელს, ვინც ყატარის ოფისში მივა. ვაშინგტონი დადებითად აფასებს ყატარში თალიბანის ოფისის ამოქმედებას და პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს დაიცვა შეერთებული შტატების მზადყოფნა, მოლაპარაკება გამართოს ამ რადიკალ ისლამისტთა მოძრაობასთან. იუწყებიან ასევე, რომ ოთხშაბათს კარზაიმ შეწყვიტა ვაშინგტონთან მოლაპარაკება ხელშეკრულებაზე, რომელიც აშშ-ის ჯარებს მისცემდა ავღანეთში 2014 წლის შემდეგ დარჩენის უფლებას.
XS
SM
MD
LG