Accessibility links

ირაკლი ალასანია: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილს, არამედ პრეზიდენტსაც


”პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის, არამედ - პრეზიდენტისაც, რომ ქვეყანაში ასეთი მასობრივი ტერორისა და სადიზმის ინსტიტუტები შექმნა”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღვანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ირაკლი ალასანია ამით სამეგრელოში აღმოჩენილ წამების ამსახველ ვიდეომასალას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიების დეტალებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა ერთადერთი, რისი შეფასებაც შეუძლია, არის ის, რომ "საქართველოში იქმნებოდა მასობრივი სადიზმის ინსტიტუტები". "აუცილებელია, სამაგალითოდ გასამართლდეს მთელი ეს პროცესი, მთელი ეს ინსტიტუტები, რომელიც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ კაცობრიობისთვის, რათა ამგვარი მასობრივი ძალადობის და ასეთი სისტემის შექმნის პრევენცია მოხდეს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG