Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიჯიტ ბრინკი: მე და ელჩი შოკირებული ვართ იმით, რაც ვიდეოკადრებზეა ასახული


”მე და ელჩი შოკირებული და გაოგნებული ვართ იმით, რაც ჩვენი ინფორმაციით, იმ ვიდეოკადრებზეა ასახული, რომელიც შს სამინისტრომ აღმოაჩინა”, - ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი”. მისი თქმით, ვიდეოფირებზე ასახულ კადრებში საქმე ეხება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიონ ვიდეოფირები და თუ აღმოჩნდება, რომ ვიდეოფირები ნამდვილია, მაშინ მთავრობას მოვუწოდებთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. ის საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის საკითხია. ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ამერიკის ელჩის მოადგილემ. მისივე თქმით, მისთვის ცნობილია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, იზიარებს განწყობას ამ ვიდეოების მიმართ და მათი რეკომენდაციები და თხოვნებიც არის იგივე, რომ ჩატარებული უნდა იქნეს საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.
XS
SM
MD
LG